კალიგულობის პერიოდში, იმდენი ქონება აქვთ დაგროვებული, “ობშიაკით” შვიდ ბიძინას იყიდიან

მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას გუშინდელ პერფორმანსს გოგა კალანდაძე ეხმაურება და წერს:

„ეს მალე ფსიქიატრიულიდან წაიყვანს გადაცემებს. ჯერ … ივანიშვილის გადარიცხული ასი მილიონი რა ჩემი ფეხებიაო, როცა პიკასოს სურათი – “დორა მაარი, კატით” … სამჯერ უფრო ძვირი ღირსო და მერე იმნაძეს და ცერცვაძეს წაუკითხა ლექცია ვირუსებზე. თან ეგ თქვენი მილიონი პირბადე, ხლამია და მეტი არაფერიო.

ამის დასადასტურებლად, ლითონის რაღაც კონსტრუქცია დაიჭირა ხელში… წარმოიდგინეთ რომ ეს პირბადე არისო და ფქვილი შეიყარა სახეში … ესეც თქვენი ვირუსებიო. მოკლედ, მედიცინური ექსპერტიზა ჩაატარა, რომელშიც ასისტენტობას გახარებული გაბუნია უწევდა და ფრიად დამაჯერებელი შედეგი დაგვანახა.

სამაგიეროდ, ას მილიონზე უფრო მნიშვნელოვანი, თურმე სააკაშვილის გამოგზავნილი ორასამდე პირბადე ყოფილა (არადა კალიგულობის პერიოდში, იმდენი ქონება აქვთ დაგროვებული, რომ “ობშიაკით” შვიდ ბიძინას იყიდიან და გაყიდიან, მაგრამ მეტი მაინც ვერ გაიმეტეს ). თან ხარისხით ის პირბადეები ისეთი უნიკალური ყოფილა, რომ მასში მოხვედრილი კორონა თურმე კი არ კვდება … არამედ კეთილშობილდება და ისევ უკან ბეუნდება, დანარჩენილი ვირუსების გასანადგურებლად.

მოკლედ, კორონამ ისე ჩახადათ, რომ მთლად ტიტლიკანა დატანტალებენ და ახლა რაცხას ფათხურობენ, სასქესო ორგანოები მაინც რომ დაიფარონ. იმასაც ვერ სვდებიან, რომ ასეთ დროს უმჯობესია, სახეზე აიფარონ ხელები. “

Facebook Comments
%d bloggers like this: