“ათას რაღაცას ჭორაობენ” – პრემიერი ონლაინ გაყიდვებზე

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ონლაინ გაყიდვების შეზღუდვა ადამიანის ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარეობს.

“ერთი რამ უნდა გაითვალისწინოს ყველამ, ახლა ათას რაღაცას ჭორაობენ, კონკურენტულია – საერთოდ არ გვაინტერესებს ახლა ეს ჩვენ. ჩვენთვის ძირითადი ამოცანაა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მოძრაობა მაქსიმალურად შევზღუდოთ გარკვეული დროით. ყველანი ჩვენ ერთად ონლაინ შოპინგი იქნება, მშენებლობა, პარფიუმერიის მაღაზია იქნება თუ ქიმიის სუფთა სახლები, უნდა გვესმოდეს, ყველამ 10 დღე, მაქსიმუმ 2 კვირა უნდა გავიჭირვოთ, იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად ამ კრიზისიდან გამოსვლის გეგმას შევუდგეთ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: