ბოლნისში სასწრაფო დახმარების ხუთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბოლნისის რაიონში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხუთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, დაინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია და მიმდინარეობს ყველა იმ ადამიანის კვლევა, ვინც ინფიცირებულ მედპერსონალთან შემხებლობაში იყო.

სამინისტროს ინფორმაციით, მათთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი თვითიზოლაციაშია გადასული.

საქართველოში კორონავირუსით 296 ინფიცირებულია. მათგან 69 გამოჯანმრთელდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: