ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი და მისი ოჯახის რამდენიმე წევრი მოათავსეს

ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებულია კორონავირუსით დაავადებული სასულიერო პირი და მისი ოჯახის წევრები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, სასულიერო პირს შრალი ხველა და მაღალი ტემპერატურა აქვს. ის კლინიკაში გუშინ შეიყვანეს. „მასთან ერთად კლინიკაში მისი ოჯახის სამი წევრია მოთავსებული“, – აღნიშნა სოლოღაშვილმა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: