დიდ ბრიტანეთში კარანტინი 7 მაისამდე გრძელდება

 დიდ ბრიტანეთში კარანტინი 7 მაისამდე გრძელდება, ამის შესახებ გამოცემა Times წერს.

გამოცემის თანახმად, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დომინიკ რააბი ქვეყანაში საკარანტინო რეჟიმის სამი კვირით გახანგრძლივების შესახებ განცხადებას გააკეთებს.

ქვეყანაში კარანტინი 23 მარტს პრემიერმა ბორის ჯონსონმა გამოაცხადა. მოქალაქეებს სახლიდან გამოსვლა მხოლოდ პროდუქტების შესაძენად და გადაუდებელი აუცილებლობის დროს აქვთ.

Facebook Comments
%d bloggers like this: