დღეს გვქონდა მატების ნახტომი, შემოსულია ასეულობით ტესტი და დარწმუნებული ვარ, იქნება მატება

“მინდა მოგიწოდოთ ყველას, რომ დარჩეთ სახლში და გაგაფრთხილოთ: დღეს გვქონდა ჩვენ ნახტომი დილიდან, მატების თვალსაზრისით. შემოსულია კიდევ ასეულობით ტესტი და დარწმუნებული ვარ, იქნება მატება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

”შიდა გავრცელების შემთხვევა ბევრი გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფექცია ტრიალებს მოსახლეობაში, შესაძლებელია უსიმპტომო ფორმით. ამიტომ, კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, სიმპტომების შემთხვევაში, სასწრაფო დაუკავშირდეთ ექიმს” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ბოლო დროს შეიმჩნევა ქუჩაში ადამიანების და მანქანების მოძრაობის გააქტიურება, რამაც შეიძლება პანდემია კიდევ უფრო მეტად გაამძაფროს.

“ჩვენ მოდუნების და მაშვიდების უფლება არ გვაქვს! ადამიანები ისევ იკრიბებიან! ეს დაუშვებელია, ცეცხლს ვეთამაშებით, იცოდეთ! მომავალი 2-3 კვირა იქნება ძალიან მძიმე, პირდაპირ გეტყვით. 300 რომ გადავცილდებით, მოსალოდნელია სწრაფი ზრდა იყოს კიდევ უფრო მეტად. ამის ნიშანი გუშინ გვქონდა ჩვენ. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა მოდელირების ინსტრუმენტები და არცერთ ქვეყანაში ის ერთი ერთზე არ ემთხვევა რეალურ სიტუაციას, ჩვენ ბევრი გავაანალიზეთ და მათ შორის ერთ-ერთზე შევჩერდით, რომლის მიხედვითაც, თუ ჩვენ დღეს მოვადუნეთ სოციალური დისტანცირება და არ დავიცავით საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული რეგულაციები, იცოდეთ, რომ აპრილის ბოლოს, მაისის პირველ დეკადაში რამოდენიმე ათასეული შემთხვევა გვექნება ქვეყანაში, რომლის მართვაც… 20-30% დასჭირდება ინტენსური თერაპია, რაც მძიმე ტვირთი იქნება და გვექნება დანაკარგები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: