ემანუელ მაკრონი: საფრანგეთი ვირუსისთვის მომზადებული არ იყო

ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა, ვიდეომიმართვაში განაცხადა, სადაც თავისი ქვეყნის მოქალაქეებს მიმართავდა.

“ჩვენ გვქონდა დამცავი აღჭურვილობის ნაკლებობა, გელების, ნიღბების, როგორც სხვა ქვეყნებს… ჩვენ მივიღეთ რთული გადაწყვეტილებები”, – აცხადებს ემანუელ მაკრონი.

მისი თქმით, ქვეყნის რამდენიმე რეგიონში საავადმყოფოები კვლავ მძიმე დატვირთვით მუშაობენ.

მანამდე კი მან, Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები, საფრანგეთში 11 მაისამდე გაახანგრძლივა.

Facebook Comments
%d bloggers like this: