თუ რამის თავი გაქვს, მიხედე შენს გვერდით მყოფ გაჭირვებულს, მეზობელს, ნათესავს

თუ რამის თავი გაქვს, მიხედე შენს გვერდით მყოფ გაჭირვებულს, მეზობელს, ნათესავს -ასე ეხმაურება საზოგადოება „თბილისელის“ თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი პანდემიის პირობებში, ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის ქცევას.

მისი თქმით, ახლა  არ არის პოლიტიკური კეკლუცობის დრო.

„ვთვლი, რომ ახლა პოლიტიკური კეკლუცობისა და ტყლარჭვის დრო არ არის. გთხოვთ, თუ რამის თავი გაქვს, მიხედე შენს გვერდით მყოფ გაჭირვებულს, მეზობელს, ნათესავს და ა.შ ამით ხელს შეუწყობ იმას, რომ ქვეყანა რაც შეიძლება მალე დადგეს ფეხზე. მთავარია არ გავრცელდეს ვირუსი ისე, რომ ვერაფერი ვერ ვუშველოთ“,-წერს ირაკლი მეძმარიაშვილი.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: