მამა თეოდორე გიგნაძე – „ხელისუფლება არ ითხოვს ჩვენგან ქრისტეს უარყოფას, არამედ იგი უფრთხილდება მოსახლეობას“

„ხელისუფლება არ ითხოვს ჩვენგან ქრისტეს უარყოფას, არამედ იგი უფრთხილდება მოსახლეობას, მათ შორის ჩვენც, რამეთუ ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქენი ვართ“ – ამის შესახებ ჯვართამაღლების ტაძრის მღვდელთმთავარი მამა თეოდორე გიგნაძე ვიდეო მიმართვაში საუბრობს.

მისი თქმით, ეს მორჩილება სწორედ ის მორჩილებაა, რომელსაც გვავალდებულებს წინდა წერილი.

„ხელისუფლება არ ითხოვს ჩვენგან ქრისტეს უარყოფას, არამედ იგი უფრთხილდება მოსახლეობას, მათ შორის ჩვენც, რამეთუ ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქენი ვართ, რომ ვირუსულ დაავადებას, რომელმაც პანდემიის სახე მიიღო მთელ მსოფლიოში და ჩვენთან მადლობა ღმერთს, მას ეს სახე ჯერ არ მიუღია, არ შეეწირონ ჩვენი თანამოქალაქეები, ჩვენი სისხლი და ხორცი მითუმეტეს ასაკოვანი ადამიანები. ამიტომ ეს მორჩილება სწორედ ის მორჩიელებაა, რომელსაც გვავალდებულებს წმინდა წერილი, კერძოდ, პავლე მოციქული და ზოგადად ის სული, რომელიც ქრისტეს ეკლესიაშია. გარდა ამისა, ჩვენ ვითვალისწინებთ საპატრიარქო რეგულაციებსაც, იმიტომ, რომ ჩვენ ეკლესიის წიაღში ვმოქმედებთ და ეკლესიის გარეთ მღვდელი აღარ არის მღვდელი, ერის ადამიანი აღარ არის მრევლის წევრი და ეკლესიის წიაღში“- ამბობს თეოდორე გიგნაძე.

Facebook Comments
%d bloggers like this: