პაციენტებს რომლებმაც COVID-19 უსიმპტომოდ გადაიტანეს, ფილტვებში პათოლოგიური ცვლილებები აღმოაჩნდათ

ადამიანებს, რომლებმაც COVID-19 უსიმპტომოდ გადაიტანეს, ფილტვებში პათოლოგიური ცვლილებები აღმოაჩნდათ. ამის შესახებ იაპონელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომლებმაც ლაინერ Diamond Princess-ის მგზავრების კომპიუტერული ტომოგრაფია შეისწავლეს.

ახალი კორონავირუსით ინფიცორებული 104 მგზავრიდან 76-მა დაავადება უსიმპტომოდ გადაიტანა. ამასთან, ასეთი პაციენტების უმეტესობას (41 ადამიანი) ფილტვებში დაუდგინდათ ცვლილება- „დაბურული მინის“ ეფექტი.

ამგვარად, იაპონელი მეცნიერების აზრით, COVID-19-ის უსიმპტომოდ მიმდინარეობის დროსაც კი, პაციენტის ფილტვები ზიანდება.

„დაბურული მინა“- სამედიცინო ტერმინია, რომელიც გამოიყენება ფილტვის ქსოვილის ცვლილებების დროს. ეს არის მეორეხარისხოვანი სიმპტომი, რომელიც ლოკალურად ჩნდება და ახასიათებს ქსოვილების ჰაეროვნების მაჩვენებლის დაქვეითება. სიმპტომს  სხვადასხვა პათოლოგიების გამოწვევა შეუძლია. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: