რატი იონათამიშვილი: საგანგებო მდგომარეობა უნდა გაგრძელდეს

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ფიქრობს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საგანგებო მდგომარეობა უნდა გაგრძელდეს.

“როდესაც ჩვენი ქვეყნა კრიზისულ ფაზაში შედის, საგანგებო მდგომარეობის შეცვლა არასწორი გადაწყვეტილება იქნება. ამიტომ, მე მხარს ვუჭერ და ვფიქრობ, რომ საგანგებო მდგომარეობა უნდა გაგრძელდეს ჩვენს ქვეყანაში, რაც უშუალოდ იქნება დაკავშირებული როგორც ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობასთან, ასევე ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობასთან”, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: