რა გახდა ნიკა გვარამიას დაცვის წევრის თვითმკვლელობის მიზეზი?-ირინა გოგოსაშვილი

ნიკა გვარამიას დაცვის წევრის, თემო სამხარაძის თვითმკვლელობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ვრცელდება. ჟურნალისტი ირინა გოგოსაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ნიკა გვარამიას დაცვის თანამშრომელმა თემო სამხარაძემ, რომელიც იმავდროულად გვარამიას მძღოლიც იყო, დღეს თავი ჩამოიხრჩო!
მიზეზი ოჯახური კონფლიქტი გამხდარა,რომელიც ამ 1 თვის წინ დაწყებულა მეუღლესთან და სიდედრთან … მათ ბავშვი წაუყვანიათ და სწორედ ეს ვერ გადაიტანაო…..
ეს ფოტო გუშინ გადაუღია შვილთან ერთად….“- წერს ირინა გოგოსაშვილი.

შეგახსენებთ, შემთხვევა დღეს დილით ვარკეთილში მოხდა. გარდაცვლილი 30 წლის თემო სამხარაძეა, რომელმაც ახლობლების გადმოცემით, საკუთარ სახლში თავი ჩამოიხრჩო.

Facebook Comments
%d bloggers like this: