საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით როდის გაიმართება პარლამენტის სხდომა?

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში სხდომა 21 ან 22 აპრილს გაიმართება.

მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას.

“საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში სხდომა, სავარაუდოდ, 21 აპრილს ჩაინიშნება იმიტომ, რომ ჩვენ ჯერ დაველოდებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით. თუ ეს მიმართვა პარლამენტში შემოვიდა 21 აპრილს, არ გამოვრიცხავ, რომ სხდომა 22 აპრილსაც ჩატარდეს, მაგრამ უფრო მეტად მოსალოდნელია, რომ ეს იყოს 21 აპრილი. საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას, ბუნებრივია, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ 15 აპრილს, 21:00 საათიდან საქართველოს 4 დიდი ქალაქი – თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი იკეტება.

ოთხივე ქალაქში 10 დღით შესვლა და გამოსვლა იკრძალება ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით, მათ შორის – პირადი ავტომობილებით.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: