საპატრიარქოს დაცვის ინფიცირებულ თანამშრომელს პატრიარქთან შეხება არ ჰქონია

კასპში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტი საპატრიარქოს გარე პერიმეტრის დაცვის თანამშრომელია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა. მისივე თქმით, კორონავირუსის ინფექციაზე ტესტი დაცვის იმ თანამშრომლებსაც უტარდებათ, რომლებსაც covid19-ით ინფიცირებულთან შეხება ჰქონდათ.

„მას პატრიარქთან და სხვა პირებთან შეხება არ ჰქონია,” – აღნიშნა ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, კასპის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: