უნდა შევთანხმდეთ, რომ covid19 არის ჩვენს ცხოვრებაში, უნდა შევეგუოთ და მივეჩვიოთ პირბადით და ხელთათმანებით შრომას

ყველანი უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ covid19 არის ჩვენს ცხოვრებაში მოვლენა, რომელსაც უნდა შევეგუოთ და უნდა მივეჩვიოთ როგორც პირბადით, ასევე ხელთათმანებით შრომას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გიორგი გახარიამ მოქალაქეებს დაწესებული შეზღუდვების შესრულებისკენ მოუწოდა.

“ყველანი უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ covid19 არის ჩვენს ცხოვრებაში მოვლენა, რომელსაც უნდა შევეგუოთ და უნდა მივეჩვიოთ როგორც პირბადით, ასევე ხელთათმანებით შრომას, ყოველდღიურ ცხოვრებას, უნდა გავიაროთ ეს ადაპტაცია. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მზად უნდა იყოს გარკვეული რაოდენობით ინფიცირებული ადამიანების სწორი და წარმატებული მართვისთვის. უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ზედმიწევნით შევასრულოთ ის შეზღუდვა, რომელსაც ჩვენ დღეს ვახორციელებთ იმისთვის, რომ სწრაფად, მაისის შუა რიცხვებიდან დავიწყოთ ამ შეზღუდვების ნელ-ნელა, თანმიმდევრული მოხსნა“, – განაცხადა გახარიამ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: