„ქილიკობ 150 ლარიან დახმარებაზე? უარი თქვი და დაუთმე ვისაც მეტად ჭირდება ‼“

განათლების მინისტრის ყოფილი მრჩეველი, ეკონომიკის დოქტორი ოთარ აბესაძე სოციალურ ქსელში წერს:

„როდესაც გავრცელება ხდება ნელ-ნელა უკონტროლო, როდესაც ძალიან უჭირს სახელმწიფოს, როდესაც თითოეული თეთრი მნიშვნელოვანია და რეალურად ჩანს, რომ ხელისუფლება ცდილობს გააკეთოს მაქსიმუმი, ხომ შეიძლება აბსოლუტურად ყველამ ჩვენი პირადი ამბიციები, ვნებები, წყენები და ა.შ. დავივიწყოთ და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით დავუდგეთ მათ გვერდით ‼

არ მოგწონს კარანტინი? დააოკე შენს გარშემო მყოფები და დატოვე სახლში ‼
ქილიკობ 150 ლარიან დახმარებაზე? უარი თქვი და დაუთმე ვისაც მეტად ჭირდება ‼
არ მოგწონს პირბადე? რისი რესურსიც იყო ფორსმაჟორში ის შეიქმნა. უკეთესი თქვენ შექმენით თქვენთვის ‼
ფონდში სხვის შენატანს კი ნუ ითვლი შენ შენი შეიტანე რაც შეგიძლია ‼
ხარ კონკრეტული დარგის პროფესიონალი? შეიმუშავე ანტიკრიზისული გეგმა შენს პროფესიასა თუ სამსახურში ‼ ამით დაეხმარები სახელმწიფოს ‼

რომ ქილიკობთ და ათას სისულელეს პოსტავთ ამას სჯობს აკეთოთ საქმე ‼‼‼
ხანდახან მგონია, რომ მარტო facebook ით ცხოვრობთ და არ ადევნებთ თვალს თუ რა ხდება მსოფლიოში…“ – წერს ოთარ აბესაძე.

Facebook Comments
%d bloggers like this: