„წაიყვანე, თორემ მაინც გიპოვი და დედას გიტირებ” – თამაზ ელიზბარაშვილი მიტოვებული ლეკვის პატრონს მიმართავს

„ეს ლეკვი ლოგინში გვყავს გაზრდილი, მაგრამ ძალიან გვეშინია კორონა ვირუსის და ამის გამო გვინდა ჩაბარებაო“

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარის ფეისბუქის გვერდი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს:

„მეგობრებო ეს ლამაზი ლეკვი გუშინ ერთ-ერთმა ოჯახმა მოიყვანა თავშესაფარში ჩასაბარებლად. სამი კვირის იყო სახლში რომ მივიყვანეთ და ლოგინში გვყავს გაზრდილიო . ძალიან გვეშინია კორონა ვირუსის და ამის გამო გვინდა ჩაბარებაო.

დავუკავშირდით ბატონ თამაზს ,რომელიც ტელეფონით ესაუბრა ლეკვის პატრონს . აუხსნა , რომ ძაღლი არ არის კორონავირუსის გამავრცელებელი და არც მატარებელი . მოკლედ არ მივიღეთ ლეკვი.

დღეს 13 აპრილს ეს ლეკვი მოგვიყვანა ქალბატონმა მაკა ისრაელაშვილმა. ავლაბარში ,არამიანცის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე ვიპოვეო . შეშინებული იყო და ტიროდაო. შემეცოდა იქ ვერ დავტოვებდი და თქვენთან წამოვიყვანეო.
მივიღეთ . სხვა რა გზა გვქონდა .

ეხლა თუ კითხულობ ამ პოსტს ლეკვის პატრონო გადმოგცემთ თამაზ ელიზბარაშვილის კატეგორიულ მოთხოვნას : ” დაუყოვნებლივ მოეთრიე თავშესაფარში და შენი ოთხფეხა ოჯახის წევრი წაიყვანე უკან სახლში . ნახევარი საათი ტყუილად გელაპარაკე ტელეფონში ? წაიყვანე თორემ მაინც გიპოვი და დედას გიტირებ”

Facebook Comments
%d bloggers like this: