ამერიკისთვის ყველაზე მთავარი დამნაშავეების პოვნაა – რუსეთი ტრამპის განცხადებას ეხმიანება

აშშ-ის გადაწყვეტილება შეაჩეროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსება ადასტურებს, რომ ამ ქვეყნისთვის ყველაზე მთავარი დამნაშავეების პოვნაა – ასე გამოეხმაურა დონალდ ტრამპის განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა.

„ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის ყოველთვის ვიღაც დამნაშავეა: პანდემიაში ჩინეთი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ჰილარი კლინტონის არჩევნებში დამარცხებაში რუსეთი, ამერიკული მედიცინის პრობლემებში პირადად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი“ – განაცხადა ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ფიქრობს, რომ თეთრი სახლი გამუდმებით საკუთარი უცოდველობის დამტკიცებას და დამნაშავეების პოვნას ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა გასცა განკარგულება, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსება შეჩერდეს.
ამის შესახებ განცხადება დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის საფრთხის შესახებ დროული და სათანადო ინფორმაცია არ გაავრცელა.
ტრამპის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეცდომების შედეგად აშშ-სა და მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანი დაიღუპა.
„ამერიკელი გადასახადების გადამხდელები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბიუჯეტში წელიწადში 400-500 მილიონს იხდიდნენ. შედარებისთვის, ჩინეთი სულ 40 მილიონს იხდის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვერ შეძლო, მიეღო შეემოწმებინა და გაეზიარებინა მსოფლიოსთვის ინფორმაცია და ჩინეთში ვირუსის შემთხვევების სანდო გამოიძიება ვერ ჩაატარეს. მათ უბრალოდ გაიმეორეს იდეა, რომ ვირუსის გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე არ ხდება, მიუხედავად იმისა, რომ საწინააღმდეგო მტკიცებულებები არსებობდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვერ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა და პასუხი უნდა აგოს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: