აშშ-ში ვირუსის გავრცელების დღევანდელი პროექცია საქართველოზე ნიშნავს 6 068 ერთდროულად დაავადებულს, ჩვენ შეგვიძლია ერთდროულად მოვუაროთ მხოლოდ 1200 ასეთ პაციენტს

აშშ-ში ვირუსის გავრცელების დღევანდელი მდგომარეობის პროექცია საქართველოზე ნიშნავს 6068 ერთდროულად დაავადებულს, ჩვენ შეგვიძლია, ერთდროულად მოვუაროთ მხოლოდ 1200 ასეთ პაციენტს,- ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური სოციალურ ქსელში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით წერს.

სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„აშშ-ში ვირუსის გავრცელების დღევანდელი მდგომარეობის პროექცია საქართველოზე, ნიშნავს 6068 ერთდროულად დაავადებულს; იტალიაში ვირუსის გავრცელების დღევანდელი მდგომარეობის პროექცია საქართველოზე, ნიშნავს 6364 ერთდროულად დაავადებულს; გაერთიანებულ სამეფოში ვირუსის გავრცელების დღევანდელი მდგომარეობის პროექცია საქართველოზე, ნიშნავს 4514 ერთდროულად დაავადებულს; საფრანგეთში ვირუსის გავრცელების დღევანდელი მდგომარეობის პროექცია საქართველოზე, ნიშნავს 5453 ერთდროულად დაავადებულს; ნიდერლანდებში ვირუსის გავრცელების დღევანდელი მდგომარეობის გავრცელების პროექცია საქართველოზე, ნიშნავს 5180 ერთდროულად დაავადებულს; გერმანიაში ვირუსის გავრცელების დღევანდელი მდგომარეობის პროექცია საქართველოზე, ნიშნავს 2664 ერთდროულად დაავადებულს; ჩვენ შეგვიძლია ერთდროულად მოვუაროთ #COVID19-ით დაავადებულ მხოლოდ 1200 ავადმყოფს. #დარჩისახლში“, – წერს კახი ბექაური „ფეისბუქში“.

Facebook Comments
%d bloggers like this: