ბურჯანაძე ხელისუფლებას: გეგმა დადეთ, რას აძლევთ, ვისაც ელემენტარული პურის ფულის პრობლემა აქვს?!

როგორც ნინო ბურჯანაძე აცხადებს, შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, აუცილებელია მოქალაქეებმა ზუსტად იცოდნენ, თუ რა სახის დახმარებას სთავაზობს მთავრობა შემოსავლების გარეშე დარჩენილებს.

“გეგმა დადეთ, ბიუჯეტი გაწერეთ, რას აძლევთ ადამიანებს, ვისაც უკვე ელემენტარული პურის ფულის პრობლემა აქვს. მზად ვართ მხარი დაგიჭიროთ და გავინაწილოთ თქვენთან ერთად პასუხისმგებლობა, თუ ეს ყველაფერი არგუმენტირებული იქნება,” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ

Facebook Comments
%d bloggers like this: