გაბუნია: რთულ ფაზას თუ წარმატებით გავივლით, ეპიდემია მალე დასრულდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ეპიდემიის პირველივე დღიდან ქვეყანაში ბევრი ბარიერი გადაილახა. სოციალური დისტანცირების და მკაცრი საკარანტინო პირობების კუთხით მიღებულმა ზომებმა კარგად იმუშავა.

მისი თქმით, ქვეყანა ახლა რთულ ფაზაში შედის, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში ეპიდემიის დასასრული ძალიან მალე დადგება. ამისთვის კი აუცილებელია დაწესებული შეზრუდვების შესრულება.

“მომდევნო, 4-6 კვირა ჩვენ თუ იგივე რეჟიმში დავიცავთ ამ წესებს, ყოველგვარ შესაძლო მექანიზმს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ დაცული იქნას კარანტინის პირობა, სოციალური დისტანცია, არ მოხდეს ინფექციის გავრცელება და დროულად გამოვლინდეს ის ადამიანები, ვისაც აქვს უკვე ინფექცია, დროულად მოხდეს მათი გადაყვანა ჰოსპიტალში, კარატინში, ეს ჩვენ მოგვცემს საშუალებას, 4-6 კვირის შემდეგ უკვე ვისაუბროთ დაღმავალ ტენდენციაზე, იმაზე, რომ ეს კრიტიკული პერიოდი გადავიარეთ და უკვე შეიძლება სიტუაციის სტაბილიზაციაზე ვიფიქროთ. მაგრამ თუ ახლა დავარღვევთ ამ ამბავს, მაშინ ჩვენი შემდეგი 4-6 კვირის პერიოდი გადავა პიკის ფაზაში და მერე უკვე ძალიან რთული იქნება რაღაც იმ ზომების გამოყენება იმისთვის, რომ დაკომპენსირდეს და უკან დაბრუნდეს ეს სიტუაცია. ახლა არის ყველაზე კრიტიკული პერიოდი და ამ პერიოდში გადარჩენა არის დაწესებული ზომების დაცვა. ეს ზომები ეტაპობრივად მომდევნო ორი კვირის განმავლობაში უნდა გავამკაცროთ და დავიცვათ. ამ წესებს თუ არ დავემორჩილებით, ყველას ძალიან ძვირი ფასის გადახდა მოგვიწევს – სამედიცინო სფეროს, საზოგადოებას. ზოგადად ძალიან რთული სურათი იქნება”, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ “მაესტროს” ეთერში.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: