დღეს თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი დაიკეტება

დღეს 21:00 საათიდან საქართველოს 4 დიდი ქალაქი – თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი დაიკეტება. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს გუშინდელ სხდომაზე მიიღეს.

ოთხივე ქალაქში 10 დღით შესვლა და გამოსვლა იკრძალება ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით, მათ შორის პირადი ავტომობილებით.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 300 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 69 გამოჯანმრთელებულია, სამი გარდაცვლილი

Facebook Comments
%d bloggers like this: