ევროკავშირი, ტრამპის გადაწყვეტილებას დაფინანსების შეწყვეტის შესახებ, კრიტიკით შეხვდა

“არ არსებობს რაიმე მიზეზი, რომელიც გაამართლებდა ამ ნაბიჯს მაშინ, როდესაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ძალისხმევა აუცილებელია პანდემიის შესაკავებლად”, – წერს ჯოზეფ ბორელი თავის Twitter-ზე.

​მისი თქმით, კრიზისის დაძლევა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება აგრეთვე გააკრიტიკეს ჩინეთმა, გერმანიამ და გაერო-მ.

ჩინეთის თქმით, ეს ნაბიჯი შეასუსტებს ორგანიზაციის შესაძლებლობებს და უნდობლობას შეიტანს საერთაშორისო თანამშრომლობაში ეპიდემიის წინააღმდეგ.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა კი განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ბრალდებები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მისამართით ვერ დაეხმარება მსოფლიოს. მისი თქმით, საუკეთესო ინვესტიცია ამ საქმეში გაერო-ს და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მხარდაჭერის გაძლიერება იქნებოდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვაშინგტონი წყვეტს თავისი შენატანის გადარიცხვას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება იმის ფონზე იქნა მიღებული, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ვერ გაუმკლავდა თავის ძირითად ვალდებულებას და ამის გამო პასუხი უნდა აგოს.

Facebook Comments
%d bloggers like this: