საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ Facebook-ს ამირან გამყრელიძის სახელით შექმნილი ათობით ყალბი ანგარიში გააუქმებინა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ Facebook-ს ამირან გამყრელიძის სახელით შექმნილი ათობით ყალბი ანგარიში გააუქმებინა. 

„მას შემდეგ, რაც ქვეყანაში დაიწყო კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირება, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის სახელით, სოციალურ ქსელში შეიქმნა ათობით ყალბი ანგარიში, რომლის საშუალებითაც კონკრეტული ჯგუფები მიზანმიმართულად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას. აღნიშნული ყალბი ანგარიშების გაუქმების მოთხოვნით, მთავრობის ადმინისტრაციამ სოციალურ ქსელს მიმართა, რის შედეგადაც ამ დროისთვის ისინი უკვე დახურულია. ამასთან, ადმინისტრაცია აქტიურად იკვლევს საქართველოს სამედიცინო სფეროს სხვა წარმომადგენლების სახელით შექმნილ სხვა ყალბ ანგარიშებსაც”, – ნათქვამია საქართველოს ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Facebook Comments
%d bloggers like this: