ჩინეთიდან საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობა გამოუგზავნეს

15 აპრილს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, არჩილ კალანდია, ჩინეთში გამართული საქველმოქმედო აქციის „ძალა ერთობაშია“-ს ორგანიზატორ, ალბერტ სანაიას შეხვდა. აქციის ინიციატორმა საელჩოს ქართული დიასპორის წარმომადგენლებისა და ჩინელი მეგობრების ერთობლივი ძალისხმევით შეძენილი და შემოწირული სამედიცინო საშუალებები გადასცა.

11 ათასი პირბადის, 7 ათასი წყვილი ხელთათმანის, 200 დამცავი სათვალის, 200 ცალი სამედიცინო ხსნარისა და 50 უკონტაქტო თერმომეტრის თბილისში ტრანსპორტირებას, საქართველოს დიპლომატიური მისია უზრუნველყოფს.
საელჩო საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორს, ჩინეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებსა და ჩინელ მეგობრებს, ამ გლობალური გამოწვევის დროს ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

Facebook Comments
%d bloggers like this: