16 აპრილს პარიზი-თბილისის სპეცრეისით საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან

მიმდინარე წლის 15 აპრილის მონაცემებით საელჩოებმა სხვადასხვა ქვეყნებში დახმარება აღმოუჩინეს 6054 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში მთავრობის ხელშეწყობით დაბრუნდა 6057 მოქალაქე.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გუშინ შესრულდა ამსტერდამი-თბილისის რეისი, რომლითაც სამშობლოში დაბრუნდა 184 მოქალაქე, მათ შორის ტრანზიტული მგზავრები აშშ-დან, ბელგიიდან, ბრაზილიიდან, გერმანიიდან, დანიიდან, იაპონიიდან, ინდონეზიიდან, კანადიდან, მალტიდან, ტაილანდიდან და ნორვეგიიდან.

“მგზავრთა შორის იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვები, რამდენიმე ჩვილი, სხვადასხვა ქრონიკული და განსაკუთრებულად მძიმე ფორმის დაავადებების მქონე პირები. ხვალ შესრულდება პარიზი-თბილისის რეისი. საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებული და ეტაპობრივი დაბრუნების პროცესის ფარგლებში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისებით, დღევანდელი დღის ანუ 15 აპრილის მონაცემებით სახმელეთო და საზღვაო გზებით საქართველოში 6057 ადამიანი დაბრუნდა, ხოლო საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 6054 მოქალაქეს”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

Facebook Comments
%d bloggers like this: