დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სააღდგომო ლიტანიობაზე: ამჯერად მოუხერხებელი იქნება ბავშვების წამოყვანა

დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემს მრევლს სააღდგომო ლიტანიობაზე დასწრებისთვის რამდენიმე რეკომენდაცია მისცა. შესაბამისი განცხადება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.

„მრევლს ვთხოვ გაითვალისწინოს: ჩაიცვით შესაბამისად, რადგან ჩვენს ტაძარში სააღდგომო მსახურება შესრულდება ღია ცის ქვეშ და საკარანტინო წესების მიხედვით, გარეთ დგომა მოგიწევთ 21:00 დან დილის 06:00 საათამდე. ლიტანიობაში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ სამღვდელოება, მლოცველი მრევლი კი არ დატოვებს ტაძრის ეზოში დაკავებულ მონიშნულ ადგილებს. ამჯერად მოუხერხებელი იქნება ბავშვების წამოყვანაც. გთხოვთ ასაკისა ან ჯანმრთელობის კუთხით, სარისკო ჯგუფში შემავალმა ჩვენმა მრევლმა თავი შეიკავონ ღამისთევის მსახურებაზე დასწრებისგან. ყურადღება გამოიჩინეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან გაკეთებული მითითებების მიმართ, აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ოჯახის წევრები შესაძლოა შედიან რისკ ჯგუფში, ასეთ მრევლს გთხოვთ დარჩით სახლში“, – წერს ჯაღმაიძე.

საქართველოს მთავრობის და საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, აღდგომას მრევლი ეკლესიებში 21:00 საათამდე მივა და 06:00 საათამდე ტაძრებში დარჩება.

Facebook Comments
%d bloggers like this: