ვლადიმერ ბოჟაძე – სუს-ის ანგარიშში ასახული ქმედითი ზომები იძლევა საფუძვლიან იმედს, რომ საქართველო 2020 წელს ღირსეულად გაუმკლავდება ყველა საგარეო თუ საშინაო გამოწვევებს

საქართველო კოვიდვირუსის გავრცელებასთან ერთად სხვა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საგარეო საფრთხეების წინაშე დგას, ეს საფრთხეები კიდევ უფრო გაიზრდება 2020 წელს, მოახლეობულ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად. სუს-ის ანგარიშმა დაასტურა ის რაც ყველამ ისედაც კარგად ვიცოდით, რომ ქვეყნის საგარეო და საშინაო მტრებს საერთო ინტერესები ამოძრავებთ, ამის ნათელი მაგალითია 20-21 ივნისს და შემდგომ განვითარებული მოვლენები.

ანგარიშში ვკითხულობთ: “ქვეყნის წინაშე მდგარი უსაფრთხოების გამოწვევების თვალსაზრისით, 2019 წელი განსაკუთრებული კომპლექსურობით გამოირჩეოდა. უცხო სახელმწიფოების სპეციალური სამსახურები განაგრძობდნენ ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებასა და სხვა პროცესებში ჩარევის მცდელობებს, რა დროსაც იყენებდნენ იდეოლოგიურ, სოციალურ, კულტურულ, ეკონომიკურ და სხვა სახის ბერკეტებს.” ვფიქრობ რუსეთის მხრიდან 2020 წელს კიდევ უფრო გაიზრდება “ჰიბრიდული ომის” ინსტრუმენტების გამოყენება: მოსახლეობაში ანტიდასავლური, ანტი ევრო-ატლანტიკური განწყობების გაღვივება, ღია შეტევა ლუგარიის ლაბორატორიაზე,
საგარეო კურსზე ზემოქმედების მცდელობა, საქართველოს ხელისუფლებისა და ეკლესიის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელება/პროპაგანდა, საარჩევნო და შემდგომ პერიოდში არეულობის, დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობა და ა.შ. ამ და სხვა მნიშვნელოვანი გამოწვევის გასამკლავებლად, საქართველოს ხელისუფლებას ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოლიტიკური და ფინანსური მხარჭერა დაჭირდება, რასაც ასევე უნდა დაემატოს ქვეყნის შიგნით ობიექტური მედიის და მიუკერძეობელი სამოქალაქო სექტორის აქტიურ მხარდაჭერა. სუს-ის ანგარიშში ასახული ქმედითი ზომები და ბუნებრივია ყველაფერი ანგარიშებში არ იწერება, იძლევა საფუძვლიან იმედს იმისას, რომ საქართველო 2020 წელს ღირსეულად გაუმკლავდება ყველა საგარეო თუ საშინაო გამოწვევებს! მშვიდობა და წარმატებები საქართველოს! #დარჩისახლში #styhome,-წერს “სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” დირექტორი ვლადიმერ ბოჟაძე.

Facebook Comments
%d bloggers like this: