ზაალ ანჯაფარიძე სუს-ის ანგარიშზე: სერიოზული სამუშაო გაუწევიათ ჩვენი “უხილავი ფრონტის ” მებრძოლებს

უცხო სპეცსამსახურების ჩარევას ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ პოლიტიკურ საქმეებში სხვა ფაქტორებთან ერთად, ხელს უწყობს “სასარგებლო იდიოტთა” დიდი არმია, თუმცა ეს მარტო ჩვენთან არ ხდება, ევროპაში ლამის პანდემიის დონეზეა.”,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

ანალიტიკოსი საზოგადოებას ურჩევს წაიკითხონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, სადაც ბევრ საინტერესო რამეს აღმოაჩენენ და თავად ანგარიშის დეტალებზე საუბრობს.

,,საქართველოში ფიქტიური საბუთებით დასახლების მსურველ 778 პირს აღეკვეთა, ეს – საკმაოდ დიდი ციფრია. ირკვევა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ხშირ შემთხვევაში თანამემამულეების ან საქართველოს მოქალაქეების დახმარებით ახერხებდნენ შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას.

ახლა კი რამდენიმე დეტალზე შევჩერდები, რომ იტყვიან ემოციების გვერდზე გადადებით. ანგარიშში კარგად იკვეთება ლოგიკური მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვი იმ შიდა და გარე საფრთხეების, რაც ქვეყნას ემუქრება – რუსეთის მიერ განხორციელებული ბორდერიზაცია და „სამოქალაქო აქტივისტებად“ მონათლული ადგილობრივი ჯგუფების მიერ გამყოფ საოკუპაციო ხაზთან სიტუაციის პროვოცირების მცდელობები ხაზთან ხალხმრავალი აქციების გამართვის მოწოდებებით;

უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობის მიერ საქართველოში პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სხვა სახის ზეგავლენის ბერკეტების მოპოვების ნეიტრალიზაცია, რაც დიდწილად მოხერხდა. ამ კონტექსტში განვიხილავდი 20-21 ივნისის მოვლენებსაც, რომლებმაც ანგარიშის თანახმად, სერიოზულად დააზიანეს ქვეყნის უსაფრთხოების გარემო. ჩემი მხრივ დავამატებდი, რომ მათი ქმედების შედეგად ქვეყანას სერიოზული ეკონომიკური ზარალი მიადგა, რომლის მძიმე შედეგები შეეხო ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს; გრძელდებოდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების აქტიურობა, შიდა პოლიტიკურ პროცესებსა და საზოგადოებრივ წესრიგში არეულობის შეტანისა და ინსტიტუციური სისტემების ფუნქციონირები შეფერხების მიზნით; ადგილი ჰქონდა მცდელობებს, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო წარმოეჩინათ არასტაბილურ, არასანდო პარტნიორად, ხოლო აღნიშნული გამოეყენებინათ საკუთარი გავლენის გასაფართოებლად და ქვეყნის განვითარების შესაფერხებლად.

დღეს ყველამ კარგად იცის თუ ვინ არის ამით დაკავებული ინტენსიურად და ყოველდღიურ რეჟიმში; ყველას კარგად გვახსოვს პანკისის ცნობილი მოვლენები. ანგარიშში მითითებულია, რომ , საქართველოს ცალკეული რეგიონების მიმართ ინტერესს იჩენდნენ უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურები. ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივების და სეპარატისტული განწყობების წახალისების მიზნით. აქაც მე მგონი მეტნაკლებად ცნობილი არიან ადგილობრივი აქტორები, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ არიან ამ პროცესში ჩართული, რა თქმა უნდა დეკლარირებული კეთილშობილი მიზნებით. ამის კიდევ ერთი მკაფიო მაგალითი იყო დავით გარეჯის კომპლექსთან დაკავშირებული კამპანია და ფაქტიურად დანის წვერზე გავიარეთ, რომ აზერბაიჯანთან ურთიერთობა კონფლიქტის ფაზაში არ გადასულიყო;

თავდასხმები ლუგარის ლაბორატორიაზე, რომელზეც ბევრი ითქვა და დაიწერა და ეს პროცესი რუსეთის მხრიდან კვლავ გრძელდება;

საქართველო დაატოვებინეს ტერორისტული იდეოლოგიის შესაძლო მხარდამჭერი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ოფიციალურად განათლების მისაღებად ჩამოვიდნენ, რეალურად კი ერთვებოდნენ სხვადასხვა სახის უკანონო აქტივობებში. შედეგად, ტერორიზმის იდეების გამზიარებელ თუ შესაძლო მხარდამჭერთათვის საქართველოში ყოფნა ხელსაყრელი არ არის, სწორედ პრევენციული ღონისძიებების შედეგად. წაიკითხეთ ანგარიში, ბევრ საინტერესო დეტალს აღმოაჩენთ”,- წერს ზაალ ანჯაფარიძე.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: