ილია მეორე: ეს მოვლენები, რაც მთელ მსოფლიოშია, ღვთისაგანაა

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დიდი ხუთშაბათის მსახურების შესრულების შემდეგ მრევლსა და სრულიად საქართველოს ქადაგებით მიმართა.

“იუდა ისკარიოტელს მადლობა რომ ეთქვა უფლისათვის, ის ვეღარ გასცემდა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. დღეს ყოველი ჩვენგანი ელოდება ღვთის წყალობას. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უღვთოდ არაფერი ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მოვლენები რასაც ჩვენ ვხედავთ, რაც მთელ მსოფლიოშია, ღვთისაგანაა და წყალობა ღვთისა ჩვენთან არის. დღეს გვექნება ჩვენ კიდევ შეხვედრა, 12 ვნების სახარების კითხვა. გწყალობდეთ ღმერთი, წყალობა ღვთისა თქვენ ზედა და საქართველოსა ზედა და მთელ მსოფლიოსა ზედა იყოს. დაგლოცოთ უფალმა, ჩვენთან არს ღმერთი!”,- ბრძანა პატრიარქმა.

მისი თქმით 12 ვნების სახარების კითხვის მსახურება 16:00 საათზე შესრულდება.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: