მოსახლეობამ ათენში აღდგომის ღამეს აივნებიდან გრანდიოზული ფლეშმობი დაგეგმა

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, სადაც სააღდგომო ლიტურგიაზე მრევლს დასწრება არ შეუძლია, მოსახლეობამ გრანდიოზული ფლეშმობი დაგეგმა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინფო ფოსტალიონს“ ათენში მცხოვრებმა საბერძნეთის მოქალაქეებმა მიაწოდეს.

ღამის 12 საათზე ოჯახის ყველა წევრი ანთებული სანთლებით აივანზე მიეგებება. ფლეშმობში ქალაქის მთელი მოსახლეობა აპირებს მონაწილეობის მიღებას.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: