ოქსფორდის უნივერსიტეტი Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდას იწყებს

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანური გამოკვლევების დაწყებას სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან დაიწყებენ,-ინფორმაციას independent ავრცელებს.

მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ინექციის გამოშვება შემოდგომისთვის იგეგმება და მისი გამოყენება გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

ოქსფორდის გუნდმა ვაქცინა წარმატებით გამოსცადა ცხოველთა რამდენიმე სახეობაზე.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ინფორმაციით, მსოფლიოს მასშტაბით, მუშაობა მიმდინარეობს COVID-19-ის საწინააღმდეგო 70-ზე მეტ ვაქცინაზე.ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საბოლოო ვაქცინის შექმნას 12-დან 18 თვემდე დასჭირდება და ხელმისაწვდომი იქნება მილიონობით ადამიანისთვის.  

ოქსფორდის გუნდი შეუერთდა მკვლევართა სამ ჯგუფს, რომლებიც ვაქცინის ადამიანებზე გამოცდას იწყებენ.  ორი მათგანი აშშ-შია, ერთი კი, ჩინეთში.

პროექტის ფარგლებში ჩართული იქნება 510 მოხალისე, რომელთა ასაკი შეადგენს 18-55 წელს, ამის შესახებ კვლევის ხელმძღვანელმა, ადრიან ჰილმა განაცხადა.

‘’ადამიანებზე ვაქცინის გამოცდას მომავალი კვირიდან ვგეგმავთ, ჩვენ უკვე გამოვცადეთ ის ცხოველის რამდენიმე სახეობაზე, ჩვენი მიდგომა არის ფრთხილი, მაგრამ სწრაფად ფასდება ვაქცინის განვითარება“-განაცხადა მან.

პროფესორი სარა გილბერტი ამბობს რომ ვაქცინის წარმატებაში 80%-ით დარწმუნებულია.

ჩნდება იმედი, რომ ვაქცინა მართლაც მზად იქნება სექტემბრის დასაწყისისთვის . ​

Facebook Comments
%d bloggers like this: