რას ერჩიან ამ ხალხს ან რას გვერჩიან ჩვენ -ექიმებს?!-დიანა ნემსაძე

,,ხშირად, ძალიან ხშირად მიმიმართავს უფლისთვის ტაძრის გარეთ. თუნდაც ყოველი ოპერაციის წინ, როცა ყველაზე მეტად გინდა მისი შეწევნა და აქედან არასოდეს, არც ერთხელ არ მიგრძვნია მისგან სიშორე. ქრისტიანობა არის სიყვარულზე და ჰუმანიზმზე დაფუძნებული რელიგია, რომელიც ხშირად მოგვიწოდებს არგანკითხვისკენ, მაგრამ მომიტევოს უფალმა და როგორ არ უნდა შეძრწუნდე ჩვენი ამჟამინდელი ყოფით? რას ერჩიან მოკვდავნი (საეკლესიო პირები) ამ ხალხს ან რას გვერჩიან ჩვენ -ექიმებს?! რატომ არიან ასეთ ხიბლში?

ნამდვილად მოვიდა დრო, რომ გამოიხედოს თვალებში ყველამ. მოგიწოდებთ: ნუ აყვებით ბრმა რელიგიურ მოწოდებებს! აქ გადის ზღვარი ჩვენი ამჟამინდელი რეალობის! ილოცეთ თქვენთვის, ერისთვის და ექიმებისთვის! რაც ყველას ერთად ძალიან გვჭირდება. არ გახვიდეთ სახლიდან!
წარმოდგენაც არ მინდა, დრო, როცა ჩემს მიერ იქნება ვინმე დასაინტუბირებელი.

ყოველდღე მოგვდის შემოთავაზებები უძლიერესი ქვეყნებიდან. გვთხოვენ ჩასვლას და დახმარებას. წარმოიდგინეთ როგორ უჭირს ამერიკას, ყველა ექიმისთვის საოცნებო ქვეყანას და მოწვევას უგზავნის ქართველ ექიმებს სამუშაო ვიზით. ეს ხომ ერთი თვის წინ ფანტასტიკის სფერო გვეგონა. ხო და არავინ არსად არ მიდის. ჩვენ ვრჩებით თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე და თქვენ დარჩით სახლში ჩვენთვის!!…..GOD BLESS THE WORLD”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ექიმი ონკოლოგი, დიანა ნემსაძე

Facebook Comments
%d bloggers like this: