საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 340-მდე გაიზარდა

დაგვემატა 4 პაციენტი და ამჟამად 340 კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტი გვყავს, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

„გარდა ამისა, დღეს ჩვენ დაგვემატა კიდევ ორი გამოჯანმრთელებული და 76 გამოჯანმრთელებულ პაციენტი გვყავს“ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

Facebook Comments
%d bloggers like this: