სახელმწიფომ და სუს-მა პროფესიონალურ დონეზე გატარებული ღონისძიებებით გამოააშკარავეს მტრულად განწყობილი ძალების კომპლექსური მოქმედებები

სახელმწიფომ და უსაფრთხოების სამსახურმა პროფესიონალურ დონეზე გატარებული ქმედითი ღონისძიებებით გამოააშკარავეს მტრულად განწყობილი ძალების კომპლექსური მოქმედებები – გამოვლენილი დიპლომატიური, სამხედრო, ეკონომიკური, საინფორმაციო საშუალებების, ტერორიზმის, კრიმინალური თუ კიბერ ბრძოლის მეთოდებში და ამით დაიცვა ჩვენი და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება,- ამის შესახებ იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

იურისტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის დეტალებზე საუბრობს. ,,საქართველოში მიმდინარე პროცესების გაგება და სწორი პოლიტიკის შემუშავება შეუძლებელია იმ ძალების ინტერესების იდენტიფიკაციის გარეშე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე და სამხრეთ კავკასიის რეგიონში თავიანთ პოლიტიკურ მიზნებს ახორციელებენ. საქართველო დღეს სწორედ ამ ვექტორების ამ გეოპოლიტიკური მოცემულობის პირობებში ლოგიკურია ცალკეული სახელმწიფოების მხრიდან, საქართველოს მიმართ გამოიყენება „ჰიბრიდული ომის“ ინსტრუმენტები.რაც გულისხმობს სამხედრო თუ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად დიპლომატიური, სამხედრო, ეკონომიკური, საინფორმაციო საშუალებებისა და კონვენციური, არარეგულარული (პარტიზანული და ასიმეტრიული) ტერორიზმის, კრიმინალური და კიბერ ბრძოლის მეთოდების ერთობლივ, კოორდინირებულ ღია და ფარულ გამოყენებას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის თანახმად, მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო და ამად რჩება საოკუპაციო ძალები და დე ფაქტო რეჟიმები, რომლებიც რუსეთისთვის „ჰიბრიდული ომის“ ძლიერი ინსტრუმენტებია უკანონო სამხედრო წვრთნების, მოქალაქეთა უკანონო დაკავებებისა და ე.წ. ბორდერიზაციის სახით. სახელმწიფოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიების ბაზაზე წარმობული საინფორმაციო ომის; თურქეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების დესტაბილიზაციის რეალური საფრთხის მიუხედავად, ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობის შენარჩუნების; სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ, „რბილი ძალის“ პოლიტიკით, საზოგადოების სხვადასხვა ფენაში დაწყებული ინტერესების გატარების მცდელობებით, დესტრუქციული განწყობების გაღვივების, სამოქალაქო სექტორისა თუ მედიის გამიზნულად შეცდომაში შეყვანით დაწყებული ომი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოგებულია. ქვეყნის წინაშე არსებული, საკმაოდ მასშტაბური და კომპლექსური საფრთხეების ფონზე, სახელმწიფომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პროფესიონალურ დონეზე გატარებული ქმედითი ღონისძიებებით გამოააშკარავა მტრულად განწყობილი ძალების კომპლექსური მოქმედებები: გამოვლენილი დიპლომატიური, სამხედრო, ეკონომიკური, საინფორმაციო საშუალებების,ტერორიზმის, კრიმინალური თუ კიბერ ბრძოლის მეთოდებში და ამით დაიცვა ჩვენი და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება”,- წერს თამთა მეგრელიშვილი

Facebook Comments
%d bloggers like this: