უკრაინაში კორონავირუსით გარდაიცვალა მესანთლე, რომელსაც სწრაფი ტესტით ვირუსი ორჯერ არ დაუდასტურდა

უკრაინაში, ხარკოვის ოლქში მესანთლე ქალი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

71 წლის ქალის გარდაცვალების შესახებ Facebook-ზე ოლქის გუბერნატორმა ალექსეი კუჩერმა დაწერა.

„სოფელი იზოლაციაში მოექცა. რატომ? იმიტომ, რომ მოხუცი ქალი შაბათ-კვირას ტაძარში სანთლებს ჰყიდდა. იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებთან გარდაცვლილს კონტაქტი ჰქონდა, სავარაუდოდ, ძალიან დიდია“, – წერს კუჩერა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ქალი საავადმყოფოში ორმხრივი პნევმონიით მოხვდა, მას ორჯერ ჩაუტარდა სწრაფი ტესტი კორონავირუსზე, თუმცა ორივეჯერ შედეგი უარყოფითი აღმოჩნდა. COVID 19-ის დადგენა ექიმებმა მხოლოდ PCR-ტესტის მეშვეობით შეძლეს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: