უპასუხისმგებლო ადამიანების გამო, ბუმბერაზი სამედიცინო დაწესებულებების მქონე ქვეყნები ვერ გაუმკლავდნენ ვირუსს

იტალიაში რაც ხდება, გამოიწვია ღლიცინმა ორივე მხრიდან, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„მსოფლიოს ნებისმიერი წამყვანი ქვეყანა, სადაც ბუმბერაზი სამედიცინო დაწესებულებები აქვთ, ვერ გაუმკლავდნენ ვირუსს უპასუხისმგებლო ადამიანების გამო. პაატა იმნაძემ  რატომ თქვა, იცით? უპასუხისმგებლო ადამიანების გამო. იტალიაში რაც ხდება, გამოიწვია ღლიცინმა, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან.

რადგანაც დავიჭირეთ, მხოლოდ სამი მიცვალებული გვყავს ამ ეტაპამდე, ჩვენი უპასუხისმგებლობის გამო, ნუ გავაკეთებთ, რომ ნულები მივუმატოთ. ჩვენც ნუ დაგვხოცავთ“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: