Vanity Fair-მა დენი ვილნევის „დიუნის“ პირველი კადრები გამოაქვეყნა

ჟურნალმა Vanity Fair რეჟისორ დენი ვილნევის ახალი ფილმის „დიუნი“ პირველი კადრები გამოაქვეყნა. ეს მწერალ ფრენკ ჰერბერტის პოპულარული საგის ეკრანიზაციაა.

სიუჟეტის თანახმად, მომავალში გალაქტიკაში ძალაუფლებას ძლიერი ოჯახები ინაწილებენ. კლანები სხვადასხვა პლანეტაზე აწესებენ კონტროლს, სადაც ძვირფასი ნივთიერების – „სანელებლის“ მოპოვებით არიან დაკავებულები.

მთავარ როლს ფილმში ტიმოთი შალამე ასრულებს. მასთან ერთად სურათში ოსკარ აიზეკი, ზენდაია, ხავიერ ბარდემი, ჯეისონ მომოა, რებეკა ფერგიუსონი, ჯოშ ბროლინი და სხვები მონაწილეობენ. მუსიკა ფილმისთვის ლეგენდარულმა ჰანს ციმერმა დაწერა.

„დიუნის“ პრემიერა 17 დეკემბერს არის დაგეგმილი.

https://www.instagram.com/p/B-9YniWhc3r/?utm_source=ig_embed

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: