სამი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ჩვენმა მოქალაქეებმა პროფილაქტიკის მიზნით, ადუღებული წყალი მიიღეს. არ ვიცი, ადუღებული წყალი რამდენად დაგვეხმარება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ ტუჩების, ენის და საყლაპავის დამწვრობას მივიღებთ, – ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა. მისივე თქმით, არცერთი რთული შემთხვევა არ დაფიქსირებულა და ყველა მათგანი ამბოლატორიულ მკურნალობას დაექვემდებარა.

ქაშიბაძემ მოსახლეობას მოუწოდა, კორონავირუსისგან თავის დასაცავად ადუღებული წყლის დალევის მეთოდს არ მიმართოს.

„სულ სამი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ჩვენმა მოქალაქეებმა პროფილაქტიკის მიზნით, ადუღებული წყალი მიიღეს. ცხელი ჩაი მეც მიყვარს, სიამოვნებით ვსვამ ხოლმე, თუმცა აქ საუბარია, ადუღებულ წყალზე. მეუხერხულება კიდეც მოწოდების გაკეთება, როგორ ვურჩიო მოსახლეობას, რომ ადუღებული წყალი არ დალიონ, მაგრამ ეს არის ფაქტი. არ ვიცი, ადუღებული წყალი რამდენად დაგვეხმარება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ ტუჩების, ენის და საყლაპავის დამწვრობას მივიღებთ. ასევე, რამდენიმე მოქლაქემ ტელეფონით მომმართა და მათთანაც ანალოგიური შემთხვევები იყო. საბედიეროდ, არცერთი რთული შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ყველა მათგანი ამბოლატორიულ მკურნალობას დაექვემდებარაა, ამიტომ მათი ჯანმრთლეობის მდგომარეობა დღეისთვის კარგია. უბრალოდ, მსურდა მოწოდების მსგავსად მეთქვა, რომ ეს სხვამ არ გაიმეოროს“, – განაცხადა ქაშიბაძემ.

ამასთან, მისვე თქმით, იყო შემთხვევა, როდესაც მოქალაქემ ხელები სპირტით დაუიმუშავა, გაშრობა არ დააცადა და თამბაქოს მოუკიდა. ქაშიბაძის განხადებით, ამის შედეგად, მოქალაქემ ორივე ხელის მტევანზე ზედაპირული დამწვრობა მიიღო. ამასთან მისივე ინფორმაციით, დამწვრობის შემთხვევებმა იმატა ბავშვებშიც. მისი თქმით, რეანიმაციაში ამ დროისთვის 4 ბავშვი იმყოფება.

„თითქმის 10 -დან 9 შემთხვევაში ეს არის სიფრთხილის მოდუნება, რომლის თავიდან აცილება შეგვეძლო, ცოტა მეტი ყურადღება, რომ გამოგვეჩინა“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

ქაშიბაძემ მოსახლეობას რჩევებიც გაუზიარა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ დამწვრობას სახლის პირობებში.

„პირველი რამდნიმე წუთის განმავლობაში ჯობია გამდინარე ცივი წყალი გადავივლოთ, რათა გაგრილდეს ეს უბანი. შემდეგ, საჭიროა ტანსაცმლისგან სწრაფად გავათავისუფლოთ დამწვარი უბანი. ასევე კარგია, სახლში გვქონდეს ანტიბაქტერიული დაწვრობის საშუალეები, სხვადასხვა კრემები, ლოსიონები, მით უმეტეს, თუ სახლში პატარა ბავშვი გვყავს. ასევე, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია“, – განაცხადა ქაშიბაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: