“ჩვენ, მესხები, თურქეთის უღელქვეშ 300 წელი ვმალავდით სარწმუნოებას”

“ვისაც აპოკალიფსად მიაჩნია დროებითი სიფრთხილე მასობრივი თავშეყრების მიმართ, შევახსენებდი, რომ ჩვენ, მესხები, თურქეთის უღელ ქვეშ 300 წელი ვმალავდით სარწმუნეობას, ბავშვებს ჩუმად, ლოცვით ასწავლიდნენ მშობლიურ ენას.ღვთისმშობლისადმი ლოცვა როგორც ქართული ანბანი 33 ტაეპი საგან შედგებოდა “ აღვსილხარ ყოვლად წმინდაო“…3 საუკუნის წამების პერიოდშიც არ დაგვიკარგავს ჩვენი იდენტობა, შევინარჩუნეთ მიწა-წყალი, ქრისტიანობა.

გავუფრთხილდეთ ქვეყანას, ერს, ერთმანეთს. ნუ დავკეტავთ სალოცავებს, მაგრამ ნურც უფლისადმი სიყვარულის და მთავრობისადმი პროტესტის მტკიცებით ჯიუტად მასობრივად შევიკრიბებით. ვერავინ და ვერაფერი დაგვაშორებს ჩვენს ღმერთს” – წერს ფეისბუქზე ნატა მესხი.

Facebook Comments
%d bloggers like this: