“ამათ არ ეკუთვნით?არ უნდა დაგვეხმაროს? ეს არ უნდა აკრძალოს?“- ყოფილი საბჭოელი მოქალაქისთვის სახელმწიფო მეწველ ძროხასა და მკაცრ მამას შორის არის

სამწუხაროდ, არა გვაქვს თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქის პასუხისმგებლობის გამოცდილება… ან საიდან უნდა გვქონდეს!? ყველაფერში ჩანს ჩვენი პატრონყმური დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი. მათ შორის კრიტიკის დროსაც კი!

“ამათ არ ეკუთვნით? იმათ არ უნდა მისცენ? არ უნდა დაგვეხმაროს? ეს არ უნდა აკრძალოს? ზუსტი მითითება არ უნდა მოგვცეს?” ყოფილი საბჭოელი მოქალაქისთვის სახელმწიფო არის რაღაც მეწველ ძროხასა და მკაცრ, ქამრით საცემად მომართულ მამას შორის (სუფთა რუსული დაყენებაა!). მთავრობის წევრები კი – რაღაც შორს მდგარი ადამიანთა ჯგუფი, რომელიც შორიდან უნდა ლანძღო, ხოლო თუ შემთხვევით სასწაული მოხდა და ახლოს ნახე- ჩინეთის იმპერატორის პატივი მიაგო! თავად, არც ქცევაზე, არც ეკონომიკურ (საკუთარი ოჯახის!) მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა არ გვინდა!


ვამბობ მოსახლეობის ძირითად ნაწილზე, თორემ ვინც დამოუკიდებლად აიღო ეს პასუხისმგებლობა, ოჯახიც და თავიც მიხედილი აქვს. ნორმალურია, როცა დემოკრატიული სახელმწიფო მოქალაქეს აძლევს საკუთარ მოქმედებებზე პასუხისმგებლობის უფლებას! და აღკვეთავს მხოლოდ იმ მომენტიდან, როცა ეს ქმედება სხვა მოქალაქის უფლებებს არღვევს!


ასე რომ, საქილიკო არაფერია იმაში, როცა ხელისუფლება მოქალაქესაც აკისრებს თავის წილ პასუხისმგებლობას! თუ კარგად ჩავუკვირდებით, ეს თავისუფლების პრინციპებიდან გამომდინარეობს. რა თქმა უნდა, სახელმწიფოსაც და ბერსაც აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავკიდოთ კი არა- არ დავუთმოთ(!) ჩვენი პასუხისმგებლობა მათ, თორემ ერთ შემთხვევაში გვექნება ტოტალიტარული სახელმწიფო, ხოლო მეორეში- თეოკრატული.
ავიღოთ ჩვენ მოქმედებებზე პასუხისმგებლობა, ნუ დავუთმობთ საკუთარ ნებას ნურავის და საკუთარი ნებით #დავრჩეთსახლში !,-წერს ექიმი დავით გადელია სოციალურ ქსელში.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: