ამდენი ავტომობილი ქალაქში, მოქალაქეთა ჯგუფური სეირნობები, გრძელი არა დისტანცირებული რიგები სავაჭრო ობიექტებში, თოთოეული ჩვენგანის სიცოცხლის ფასია

ამდენი ავტომობილი ქალაქში, მოქალაქეთა ჯგუფური სეირნობები, გრძელი არა დისტანცირებული რიგები სავაჭრო ობიექტებში, თოთოეული ჩვენგანის სიცოცხლის ფასია,- წერს სოციალურ ქსელში იურისტი თამთა მეგრელიშვილი.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ მოქალაქეების დიდმა ნაწილმა ვერ შეაფასა არსებული ვითარება და უგულვებელყო მოწოდება, ვიმოქმედოთ კანონის ფარგლებში .

,,კორონავირუსთან დაკავშირებული პანდემია არის გამოწვევა, რომელსაც ერთობლივად უნდა დავუპირისპირდეთ ერიც და ბერიც, რადგან ვირუსს არც რწმენა და არც საზღვრები არ აქვს. სამწუხაროა, რომ მოქალაქეების დიდმა ნაწილმა ვერ შეაფასა არსებული ვითარება და უგულვებელყო მოწოდება, ვიმოქმედოთ კანონის ფარგლებში. ამდენი ავტომობილი ქალაქში, მოქალაქეთა ჯგუფური სეირნობები, გრძელი, არა დისტანცირებული რიგები სავაჭრო ობიექტებში, თოთოეული ჩვენგანის სიცოცხლის ფასია. სიცოცხლისა, რომლისთვისაც დღეს ასე თავგამოდებით იბრძვიან ჩვენი ღვაწლმოსილი ექიმები. სასულიერო პირებიც, ღვაწლით აღავლენენ ტაძრებში სააღდგომო წირვა -ლოცვას, ილოცებენ ჩვენი და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის, ჩვენ კი გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა, სახლში დარჩენით გავიღოთ ჩვენი წილი მსხვერპლი, ჩვენთვის და ჩვენთვის ძვირფასი გარდაცვლილი ადამიანებისთვის ვილოცოთ გულში. უფალი დიდია,ძალიან დიდი მაგრამ მთავარია ჩვენს გულებში ეტევა”,- წერს თამთა მეგრელიშვილი.

Facebook Comments
%d bloggers like this: