ბრაზილიის პრეზიდენტმა, Covid-19-ის პანდემიის ფონზე, ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ, ახალი კორონავირუსული პანდემიის ფონზე თანამდებობიდან გაათავისუფლა ჯანდაცვის მინისტრი ლუის ენრიკე მანდეტა. ამის შესახებ გათავისუფლებული ჯანდაცვის მინისტრი თავის Twitter-ზე წერს.

მან აგრეთვე მადლობა გადაუხადა თავის კოლეგებს და წარმატებები უსურვა იმ პირს, ვინც მის ადგილს დაიკავებს. ამ პოსტზე ყველაზე რეალურ კანდიდატად ონკოლოგ ნელსონ ტაიშს მიიჩნევენ, რომელიც იმ დღეს ქვეყნის პრეზიდენტს დილით შეხვდა.

მანდეტა მომხრე იყო სოციალური თვითიზოლაციის, მისი მოსაზრებით ეს ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება იყო.

ქვეყნის პრეზიდენტი კი არაერთხელ გამოვიდა სიტყვით საკარანტინო ზომების კრიტიკით, რომლებიც რეგიონალურ ხელისუფლებებს ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ჰქონდათ დაწესებული. როგორც ბოლსონარუ აცხადებს, ვირუსი სახიფათოა მხოლოდ მოხუცებისთვის და მათთვის, ვინც რისკ ჯგუფებს მიეკუთვნება. მისი მოსაზრებით, ადამიანების უმრავლესობა მას მარტივად გადაიტანს, როგორც მსუბუქ გაციებას. ქვეყნის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ დაწესებულ შეზღუდვებს კატასტროფული გავლენა ექნება ქვეყნის ეკონომიკაზე და გამოიწვევს სამუშაო ადგილების მასობრივ შემცირებას.

Facebook Comments
%d bloggers like this: