გაბოროტებულ ბოკერიას და გაგიჟებულ ინაშვილს შორის რომ ჩაგაყენონ, დაახლოებით ამ სიტუაციაშია ხელისუფლება

გაბოროტებულ ბოკერიას და გაგიჟებულ ინაშვილს შორის რომ ჩაგაყენონ, ინაშვილი რომ იწყევლებოდეს და ბოკერია რომ იძახდეს, გაკოჭეთ ინაშვილი, რა ვერ გაიგო, ღმერთიც ასფიქსიით მოკვდაო, დაახლოებით ამ სიტუაციაშია ხელისუფლება,- ამ შინაარსის სტატუსს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ ამ სიტუაციაში ხელისუფლება ეცოდება კიდეც.

,,ხელისუფლებას კი იცით, სულ “ვუპადდერჟკებ” ხოლმე, ზოგ სიტუაციაში მეცოდება კიდეც. მაგალითად, 17 მაისს ლიბერალ(სტ)ების გულისთვის სასულიერო ფრთიდან უტევენ რადიკალები, ახლა სასულიეროებისთვის – ლიბერალები და ხელისუფლება სულ შუაში დგას. უფრო თვალსაჩინო რომ იყოს, გაბოროტებულ ბოკერიასა და გაგიჟებულ ინაშვილს შორის რომ ჩაგაყენონ, ინაშვილი რომ იწყევლებოდეს და ბოკერია რომ იძახდეს, გაკოჭეთ ინაშვილი, რა ვერ გაიგო, ღმერთიც ასფიქსიით მოკვდაო, – დაახლოებით ეგ სიტუაციაა და როგორ უნდა მოგიტრიალდეს კაცს ენა სასაყვედუროდ?- წერს ლევან ნიკოლეიშვილი

Facebook Comments
%d bloggers like this: