გერმანიაში COVID-19 ით ინფიცირებული ადამიანი დაავადებას ერთზე ნაკლებ ადამიანზე ავრცელებს

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანი დაავადებას საშუალოდ ერთზე ნაკლებ ადამიანზე ავრცელებს. ეს განაპირობა ვირუსის გავრცელების მაჩვენებლის R01-ზე დაბლა ჩამოსვლამ. ინფორმაციას ამის შესახებ, CNN გერმანიის დაავადებათა კონტროლის ცენტრის, რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, ამ მაჩვენებლის შენარჩუნება მთავარი გასაღებია იმისთვის, რომ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების მოხსნა დაიწყოს. მაგრამ, თუ ეს მაჩვენებელი თუნდაც 1,1-ც კი გახდება, გერმანიის ჯანდაცვის სისტემა სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგება.

ამ დროისთვის გერმანიაში 138 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. ვირუსს 4 ათასზე მეტი პაციენტი ემსხვერპლა. ხოლო 81 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: