დღეს წითელი პარასკევია

დღეს, 17 აპრილს წითელი პარასკევია – დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღე. ვნების კვირის პარასკევს ქრისტიანული ეკლესია მაცხოვრის ჯვარცმას იხსენებს.

ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღევლინება, რადგან ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. საეკლესიო ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმის, ჯვრიდან გარდამოხსნისა და დაკრძალვას იხსენებს, რა დროსაც სამეუფო ჟამნი სრულდება და უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.

მორწმუნეები ამ დღის გასახსენებლად, ტრადიციულად, კვერცხს წითლად ღებავენ.

Facebook Comments
%d bloggers like this: