ვილოცოთ სააღდგომო წირვისას ერთმანეთთან მანძილით დაშორებულებმა, გაერთიანებულებმა ქრისტეში-დავით მაღრაძე

ვილოცოთ სააღდგომო წირვისას ერთმანეთთან მანძილით დაშორებულებმა, გაერთიანებულებმა ქრისტეში – ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ განაცხადა. ის მოქალაქეებს სთხოვს, სააღდგომო წირვისას ერთმანეთთან მანძილით დაშორებულებმა ილოცონ.

„თანამოქალაქენო, მძაფრი განსაცდელის წინაშე ვდგავართ ჩვენც და მთელი სამყაროც. მედიკოსები გვაფრთხილებენ მოსალოდნელ საფრთხეზე, მასიური თავყრილობის ზიანზე. უხილავი მტერი ჩვენი ხელშეწყობის გარეშეც ძლიერია. გთხოვთ, არ მივემატოთ ერთმანეთს არც სხვაგან და არც ეკლესიის კედლებში. ღვთის დიდება ხომ მოყვასის სიყვარულით, მასზე ზრუნვით, მისი მიფრთხილებით გამოიხატება… გავუფრთხილდეთ ერთმანეთს… ქრისტიანისთვის ხომ სულიერი ერთობა მეტია ფიზიკურ ერთობაზე. ვილოცოთ სააღდგომო წირვისას ერთმანეთთან მანძილით დაშორებულებმა, გაერთიანებულებმა ქრისტეში. მჯერა, რომ განსაცდელი დაპირისპირებისთვის კი არა, განწმენდისთვის და განახლებისთვისაა, როგორც სარო, ისე სასულიერო სამყაროსთვის,” – განაცხადა მაღრაძემ

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: