მარინა ეზუგბაია: სამი თვეა მე და ჩემი თანამშრომლები, ძირითადად, ვცხოვრობთ კლინიკაში

“სამი თვეა მე და ჩემი თანამშრომლები ვცხოვრობთ, ძირითადად, ცენტრში. ჩვენი ცხოვრების წესია, ძირითადად, სამსახური და გარკვეულ პერიოდში სახლში წასვლა”,– ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა დარჩნენ სახლში და დაიცვან სოციალური დისტანცია.

“დარჩით სახლში. ვაჩუქოთ ერთმანეთს სიცოცხელე. ქვეყანა გადავარჩინოთ რყევებისგან, რომ ხვალ გვქონდეს ნათელი მომავალი”,-აღნიშნა მარინა ეზუგბაიას.

საქართველოში კორონავირუსის 370 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 77 და გარდაცვლილია 3 აპციენტი.

Facebook Comments
%d bloggers like this: