ნიკოლოზ მჭედლიშვილი: მთავრობამ ეკლესიასთან დაპირისპირების მაგივრად აირჩია ყველაზე რთული გზა, შუალედი, რომლის არჩევაც არ იყო მარტივი

Nusagi

მოდის აღდგომა და მნიშვნელოვანი ქრისტიანული დღესასწაულები, მთავრობამ ეკლესიასთან დაპირისპირების მაგივრად აირჩია ყველაზე რთული გზა, აირჩია ის შუალედი, რომლის არჩევაც არ იყო მარტივი,- ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს რამდენიმე კვირა ძალიან რთული იქნება მთელი საზოგადოებისათვის და ეს პერიოდი წარმატებით უნდა გავიაროთ .

,,წეღან რამდენიმე სახუმარო სტატუსი დავწერე ახალ აკრძალვაზე, მაგრამ ეხლა სერიოზულად: ხელისუფლებას შემოაქვს ნაბიჯ-ნაბიჯ ის აკრძალვები, რომლებსაც სიტუაცია და ეპიდემიოლოგიური ვითარება მოითხოვს. ფაქტია, რომ ბოლო დღეებში სულ უფრო მეტი ადამიანი ავადდება და მათმა რიცხვმა 330-ს გადააჭარბა. როგორც ჩანს, ახლა დგება ყველაზე რთული პერიოდი. გარდა ამისა, მოდის აღდგომა და მნიშვნელოვანი ქრისტიანული დღესასწაულები, მთავრობამ ეკლესიასთან დაპირისპირების მაგივრად აირჩია ყველაზე რთული გზა, აირჩია ის შუალედი, რომლის არჩევაც არ იყო მარტივი. ეკლესიასთან დაპირისიპრების მაგივრად, რაც დღევანდელი ოპოზიციის ძველი სტილია, ხელისუფლება მიდის თავისი არჩეული გზით. ეს რამდენიმე კვირა ძალიან რთული იქნება მთელი საზოგადოებისათვის, მაგრამ ჩვენ წარმატებით უნდა გავიაროთ ეს პერიოდი”,- წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: