პრინცესა სოფია საავადმყოფოს პერსონალს კორონავირუსით ინფიცირებულთა მოვლაში დაეხმარება

შვედური პრესის ცნობით, სკანდინავიის ავიახაზების სამსახურდაკარგულ პერსონალთან ერთად კორონავირუსის მკურნალი მედიცინის მუშაკების დამხმარე პერსონალად მომზადების სწრაფი სწავლების კურსები შვედეთის პრინცესა სოფიამაც გაირა.

პრინცესა სოფიამ მოსამზადებელი კურსები სტოკჰოლმის ჰოსპიტალ Sophiahemmet-ში გაირა და იგი გარკვეული ხნის მანძილზე ამ ჰოსპტალის საპატიო თავმჯდომარეობას და ჰოსპიტლის სამედიცინო პერსონალის დამხმარის თანამდებობას შეუთავსებს ერთმანეთს.

სოფია სხვა კურსგავლილებთან ერთად ისეთი სამუშაოებით დაკავდება, რომელიც უშუალოს პაციენტებთან კონტაქტს გამორიცხავს. კერძოდ, ის ჰოსპიტალში დეზინფექციის ჩატარებაზე, სამზარეულო ოთახების წესრიგში მოყვანაზე და სხვა ასეთი ტიპის სამუშაობზე იქნება პასუხისმგებელი.

პრინცესა სოფია შვედეთის მეფე კარლ VI გუსტავის ერთადერთი ვაჟის, კარლ ფილიპის მეუღლეა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: